დონეცკის შახტარი, გიორგი გოჩოლეიშვილი
Aa
Aa

გოჩოლეიშვილის ორი საგოლე გადაცემა - შახტარმა ოლეკსანდრიას მოუგო

უკრაინის პრემიერ ლიგის მესამე ტურში გიორგი გოჩოლეიშვილის დონეცკის „შახტარი“ „ოლექსანდრიას“ შეხვდა და დაძაბულ ბრძოლაში, 2:1 დაამარცხა.

საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი დონეცკელთა სასტარტო შემადგენლობაში იყო შეხვედრის ბოლომდე შეუცვლელად ითამაშა. გოჩოლეიშვილმა მიცემული დრო ბრწყინვალედ გამოიყენა და საკუთარი გუნდის ორივე გოლში მიიღო მონაწილეობა.

ქართველმა მცველმა მე-8 წუთზე ჯერ შიკანს გაატანინა, 31-ე წუთზე კი მეორე საგოლე გადაცემა მიითვალა და ამჯერად ტრაორეს მისცა გოლის გატანის შესაძლებლობა.

„ოლექსანდრიას“ ფეხბურთელებმა ერთი გოლი მე-60 წუთზე გაქვითეს, თუმცა შეხვედრის გადარჩენა ვეღარ შეძლეს, შედეგად კი „შახტარმა“ სატურნირო ცხრილში 3 ქულა ჩაიწერა.

3 ტურის შემდეგ, უკრაინის მოქმედი ჩემპიონები 7 ქულით მე-3 პოზიციაზე იმყოფებიან. „შახტარი“ მომდევნო შეხვედრას 20 აგვისტოს, სტუმრად „კრივბასთან“ გამართავს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მხარეებს შორის შეხვედრაც გაიმართა | საზონოვი თურქული კლუბის რადარზე
მხარეებს შორის შეხვედრაც გაიმართა | საზონოვი თურქული კლუბის რადარზე