სანდრო ალთუნაშვილი, ვოლფსბერგერი
Aa
Aa

ალთუნაშვილის აღიარება - ტურის სიმბოლურში მოხვდა

Sofascore-მა სანდრო ალთუნაშვილი ავსტრიის ბუნდესლიგის მესამე ტურის სიმბოლურ გუნდში შეიყვანა. ქართველმა საყრდენმა ლუშტენაუს „აუსტრიასთან“ მატჩში ორივე გუნდის ფეხბურთელთა შორის ყველაზე მაღალი შეფასება მიიღო. Sofascore-მა 7,8 დაუწერა.

სანდრომ 5 საკვანძო გადაცემა შეასრულა, 5-დან ორ შემთხვევაში თანაგუნდელი მეკარესთან პირისპირ გაიყვანა, თუმცა მისმა თანაგუნდელებმა გოლის გატანის რეალური შანსები ვერ გამოიყენეს.

სანდრო ალთუნაშვილი „ვოლსფბერგერის“ ფეხბურთელი მიმდინარე ზაფხულში გახდა, ბუნდესლიგის პირველი ტური სამუშაო/საცხოვრებელი ვიზის არქონის გამო გამოტოვა, თუმცა გასულ ორ ტურში სასტარტოში ითამაშა, „კლაგენფურტთან“ 63-ე წუთზე შეცვალეს, ლუშტენაუს „აუსტრიასთან“ სასტარტოში შეუცვლელად ითამაშა და ძალიან კარგი შთაბეჭდილება დატოვა.

3 ტურის შემდეგ „ვოლფსბერგერის“ ანგარიშზე 5 ქულაა, ავსტრიის ბუნდესლიგის მე-4 ტურში ვენის „აუსტრიას“ ესტუმრება, შეხვედრა 20 აგვისტოს, 19:00 საათზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები