ბენფიკა, პაულო ფონსეკა, ბრაგა
Aa
Aa

ფეხბურთელები რუსეთში არ გაყიდოთ - ფონსეკა რუსული კლუბების წინააღმდეგ

დონეცკის „შახტარის“ ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა პაულო ფონსეკამ განაცხადა, რომ პორტუგალიურმა კლუბებმა ფეხბურთელები რუსულ კლუბებში არ უნდა გაყიდონ. მიზეზი რუსეთის მიერ უკრაინაში დაწყებული ინტერვენციაა.

„ამ კვირაში წავიკითხე, რომ „ბენფიკა“ და „ბრაგა“ შიკინიუსა და ტორმენის რუსულ კლუბებში გაყიდვას განიხილავდნენ. „ბენფიკა“ უკრაინის დახმარების მაგალითი იყო. ჩემს „ბრაგა“ ხელმძღვანელობენ წესიერი ხალხი დიდი გულით. ამის დაჯერება არ მინდა, რომ პორტუგალიური კლუბები ფეხბურთელებს რუსეთში გაყიდიან.

ორი კვირის წინ რუსული კლუბი („სპარტაკი'') „სასუოლოდან“ როჟერიოს გადაბირებას ცდილობდა, თუმცა იტალიურმა კლუბმა ეთიკური მიზეზების მოლაპარაკებაზე უარი თქვა''.

შეგახსენებთ, „სასუოლოს“ პრეზიდენტმა ჯოვანი კარნევალემ როჟერიო ეთიკური მიზეზის გამო, რაშიც რუსეთის მიერ უკრაინაში დაწყებული ინტერვენცია იგულისხმება, რუსულ კლუბებთან თანამშრომლობაზე უარს ამბობს. როჟერიოს „სპარტაკში“ გაყიდვაზე უარი თქვა და ფეხბურთელი კარიერას „ვოლფსბურგში“ გააგრძელებს.

2016-19 წლებში პაულო ფონსეკა „შახტარის“ მთავარი მწვრთნელი იყო, ამჟამად „ლილის“ თავკაცია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები