ტიბო კურტუას შემცვლელი იპოვეს | რეალმა კეპა დაიმატა
მადრიდის „რეალმა“ ტიბო კურტუას შემცვლელი იპოვა. ბელგიელმა მეკარემ უმძიმესი ტრავმა მიიღო და გუნდს დიდი ხნით გამოაკლდა, რის გამოც, „სამეფო კლუბს“ ახალი გოლკიპერი დასჭირდა და არჩევანი „ჩელსის“ ფეხბურთელზე შეაჩერა.
„ბლანკოსმა“ ოფიციალურად დაადასტურა, რომ „არისტოკრატებისგან“ კეპა არისაბალაგა ინათხოვრა. ესპანელი მეკარე „სანტიაგო ბერნაბეუზე“ მიმდინარე სეზონის ბოლომდე დარჩება, თუმცა მადრიდელებს მისი კონტრაქტის გამოსყიდვის უფლება არ ექნებათ.
???? @kepa_46 ????#WelcomeKepa pic.twitter.com/z9kvorhkT7
— Real Madrid C.F. (@realmadrid) August 14, 2023
კეპას გარიგება ფეხბურთის ქართველი გულშემატკივრებისთვის ორმაგად საინტერესოა, რადგან მის შემცვლელად გიორგი მამარდაშვილს მოიაზრებენ. იწერება, რომ მაურისიო პოჩეტინოს სურს, გუნდში მაღალი კონკურენცია იყოს და კეპას წასვლის შემთხვევაში, მეკარის მიყვანას მოითხოვს, რომელიც შესაძლოა, „მამარდა“ იყოს.