გეილი რობი კინთან? - მაქაბი დილას შემტევით დაინტერესდა
ებრაული Sport 5-ის ინფორმაციით, გორის „დილას“ ფორვარდის, ტიერი გეილის მიმართ დიდი ინტერესია. წყაროს ცნობით, 21 წლის შემტევის დამატების ვარიანტს თელ ავივის „მაქაბი“ განიხილავს, რომელსაც წარსულში ცნობილი ირლანდიელი ფეხბურთელი რობი კინი წვრთნის.
ასევე, ბარბადოსელმა ფეხბურთელმა ავსტრიული და შვეიცარიული კლუბებიდან სარფიანი წინადადებები მიიღო, თუმცა ჯერ გადაწყვეტილება არ მიუღია. დიდი ალბათობით, მიმდინარე სატრანსფერო ფანჯრისას გეილი გორის „დილას“ დატოვებს, მას კლუბთან კონტრაქტი 2024 წლის ივნისამდე აკავშირებს.
კონფერენს ლიგის მიმდინარე სეზონში ტიერი გეილიმ „დუნაისკა სტრედასთან“ და პოლტავას „ვორსკლასთან“ შეხვედრებში კარგი შთაბეჭდილება დატოვა, მის აქტივში 2 გოლი და 1 საგოლე პასია. 21 წლის გეილიმ კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მიმდინარე სეზონში 19 მატჩში 10 გოლი შეაგდო და 4 საგოლე პასი შეასრულა.
შეგახსენებთ, კონფერენს ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე გორის „დილა“ შინ აპოელ-თან 0:2 დამარცხდა. საპასუხო შეხვედრა ნიქოზიაში 17 აგვისტოს, 21:00 საათზე დაიწყება.