მოიზეს კაისედო
Aa
Aa

პრემიერ ლიგის სარეკორდო თანხა | კაისედო ჩელსიში მიდის

„ბრაიტონის“ ფეხბურთელის, მოისეს კაისედოს სატრანსფერო საგა დასასრულს მიუახლოვდა. ეკვადორელი ახალგაზრდას გაფორმება „ლივერპულსა“ და „ჩელსის“ სურდათ და როგორც ფაბრიციო რომანო იტყობინება, „არისტოკრატებმა“ მიზანს მიაღწიეს.

რომანოს ცნობით, მხარეებმა ყველა დეტალი შეათანხმეს და დოკუმენტებს ხელი მოაწერეს. „ლურჯები“ კაისედოს სანაცვლოდ 115 მილიონ გირვანქა სტერლინგს გადაიხდიან, რაც პრემიერ ლიგისთვის სარეკორდო სატრანსფერო თანხაა.

კაისედო „არისტოკრატებთან“ კონტრაქტს 2031 წლის ივნისამდე გააფორმებს და ხელშეკრულების 1 წლით გახანგრძლივება იქნება შესაძლებელი. ლონდონელებმა სამედიცინო შემოწმება უკვე ჩანიშნეს და ტრანსფერი ოფიციალურად უახლოეს პერიოდში დადასტურდება.

ცნობისთვის, კაისედო 21 წლის ფეხბურთელია, რომელმაც პრემიერ ლიგის გასულ სეზონში მონაწილეობა 37 შეხვედრაში მიიღო. მის ანგარიშზე 1 გოლი და ამდენივე საგოლე გადაცემა იყო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები