ბრენდონ ინგრემი, ენტონი ედვარდსი, ტაირიზ ჰალიბერტონი, ჯეილენ ბრანსონი, ჯარენ ჯექსონ ჯუნიორი
Aa
Aa

პირველი გამოცდა | აშშ-ის ნაკრებმა ესპანეთი 10 ქულით დაამარცხა

მოახლოებული საკალათბურთო მსოფლიო ჩემპიონატის მთავარმა ფავორიტებმა, ესპანეთისა და აშშ-ის ნაკრებებმა ამხანაგური შეხვედრა გამართეს. სტივ კერის ბიჭებმა გამოცდას თავი ფენომენალურად გაართვეს და ესპანეთის საკმაოდ ძლიერი გუნდი 10 ქულით დაამარცხეს.

აშშ-მა პირველი ტაიმი 10 ქულით მოიგო, თუმცა მესამე მეოთხედში ესპანეთს თამაშში დაბრუნების საშუალება მისცა. სერჯო სკარიოლოს გუნდი 4 ქულითაც დაწინაურდა, თუმცა მეოთხე პერიოდში, ამერიკელებმა დაცვაში ბრწყინვალედ იასპარეზეს და 98:88 იმარჯვეს.

აშშ-ს ნაკრების რიგებში, ჯეილენ ბრანსონი გამოირჩა, რომელმაც პარკეტიდან 9-დან 9 ბურთი ჩააგდო და 21 ქულა ჰქონდა. ჯარენ ჯექსონ ჯუნიორმა 14 ქულა დააგროვა. ტაირიზ ჰალიბერტონს 22 წუთზე ნაკლებ დროში 12 ასისტი ჰქონდა, მიკალ ბრიჯისმა 12 ქულა მიითვალა, ბრენდონ ინგრემმა, ოსტინ რივზმა და ენტონი ედვარდსმა - 11. ესპანეთის მხრიდან ყველაზე მეტი, 14 ქულა სანტი ალდამას ანგარიშზეა. ვილი ჰერნანგომესმა 13 ქულა გაიფორმა, ალექს აბრინესმა - 12.

ცნობისთვის, აშშ მომდევნო შეხვედრას 18 აგვისტოს გამართავს და საბერძნეთს დაუპირისპირდება, მოსამზადებელ პერიოდს კი 20 აგვისტოს, გერმანიასთან მატჩით დაასრულებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ალჯო წონას იცვლის. შემდეგი ქამარი ჩემი უნდა იყოს“ - მერაბ დვალიშვილი
„ალჯო წონას იცვლის. შემდეგი ქამარი ჩემი უნდა იყოს“ - მერაბ დვალიშვილი