ჰატაისპორი, გიორგი აბურჯანია
Aa
Aa

წარმატებული დებიუტი - აბურჯანიას საგოლე პასი ჰატაისპორში

თურქეთის ჩემპიონატში გიორგი აბურჯანიას დებიუტი შედგა, „ჰატაისპორმა“ სტუმრად „პენდიკსპორი“ დიდი ანგარიშით დაამარცხა (1:5). ქართველმა ნახევარმცველმა სასტარტოში ითამაშა, მეხუთე გოლისას შესანიშნავი საგოლე პასი შეასრულა, რომელიც დელე-ბაშირუს გოლით დასრულდა.

მეორე ტურში „ჰატაისპორი“ „ქასიმფაშას“ უმასპინძლებს, შეხვედრა 19 აგვისტოს გაიმართება.

შეგახსენებთ, გასული სეზონის შემდეგ აბურჯანიამ პორტუგალიური „ჟილ ვისენტე“ დატოვა და თურქულ კლუბთან კონტრაქტი გააფორმა. 28 წლის ნახევარმცველმა გასულ ორ სეზონში პორტუგალიურ კლუბში 63 მატჩი ჩაატარა, 2 გოლი შეაგდო და 4 საგოლე პასი შეასრულა.

ასევე გეტყვით, რომ „ჰატაისპორის“ მთავარი მწვრთნელი ვოლქან დემირელია, რომელიც „ფენერბახჩესა“ და თურქეთის ეროვნულ ნაკრებში თამაშობდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები