თბილისის დინამო, გაგრა, იმრან ულად ომარი, დავით სხირტლაძე, თემურ შონია, ანატოლი კოზლენკო
Aa
Aa

იმრანის ჰეთ-თრიკი, სხირტლაძის დუბლი - კარასკოს წარმატებული დებიუტი

კრისტალბეთ ეროვნული ლიგის 21-ე ტურში „გაგრა“ თბილისის „დინამოსთან“ 1:6 განადგურდა. საქართველოს მოქმედი ჩემპიონის მთავარი მწვრთნელის პოსტზე ანდრეს კარასკოს დებიუტი წარმატებული გამოვიდა.

მე-15 წუთზე იმრანმა აკრობატულ ნახტომში დაარტყა კარისკენ, ბურთი ანატოლი კოზლენკოს მოხვდა, მიმართულება შეიცვალა და ანგარიში გაიხსნა. გოლი იმრანს არ ჩაუთვალეს, უკრაინელის ავტოგოლი დაფიქსირდა. 27-ე წუთზე თემურ შონიას პასის შემდეგ ზურაბ მუსელიანმა ანგარიში გაათანაბრა.

პირველი ტაიმის დარჩენილ დროში ულად-ომარ იმრანმა ჰეთ-თრიკი შეასრულა, მან გოლები 33-ე, 44-ე და პირველ დამატებულ წუთებზე გაიტანა.

მეორე ტაიმში დავით სხირტლაძემ დუბლი შეასრულა, 57-ე წუთზე კამარას პასის შემდეგ გაზარდა ანგარიში, 64-ე წუთზე ნოზაძის შეცდომით ისარგებლა და მატჩის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

 

20 ტურში თბილისის „დინამომ“ 37 ქულა დააგროვა, მეოთხე ადგილზეა, „საბურთალოსა“ და „სამგურალის“ აქტივში 38-38 ქულაა, სატურნირო ცხრილს ბათუმის „დინამო“ 45 ქულით ლიდერობს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები