ილიას ზუროსი, საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები
Aa
Aa

ბითაძის ბრწყინვალე თამაში - საქართველომ ფინალი მოიგო

კალათბურთში, თბილისის საერთაშორისო თასის 2023 წლის გათამაშების ფინალში საქართველოს ნაკრებმა მონტენეგრო 84:79 დაამარცხა.

გამარჯვებული მატჩის მიწურულს ზუსტად შესრულებული სამქულიანებით გაირკვა. მეოთხე პერიოდის დაძაბულ წუთებში პერიმეტრიდან ზუსტად ბითაძემ, მაკფადენმა და მამუკელაშვილმა ისროლეს. აღსანიშნავია, რომ სირენამდე 1:33 წუთით ადრე მამუკელაშვილმა სამქულიანი ჩააგდო და სხვაობა 7 ქულამდე გაზარდა, რამაც დიდწილად გამოავლინა გამარჯვებულის ვინაობა. საბოლოოდ, მატჩი ილიას ზუროსის გუნდმა 5 ქულით, 84:79 მოიგო.

ამ მატჩში ყველაზე მეტი ქულა გოგა ბითაძემ ჩააგდო, მის აქტივში 21 ქულა, 6 მოხსნა და 1 პასია. მაკგადენმა 19 ქულა ჩააგდო, 3 მოხსნა და 7 პასი შეასრულა. შენგელია 14 ქულით, 5 მოხსნითა და 5 პასით დაეხმარა გუნდს. სანაძის აქტივში 10 ქულაა, მამუკელაშვილი კი ორმაგ დუბლთან ახლოს იყო (10 ქულა, 9 მოხსნა, 1 პასი).

შეგახსენებთ, ნახევარფინალში საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა იორდანია 17-ქულიანი სხვაობით 86:69 დაამარცხა.

მსოფლიოს ჩემპიონატამდე ბოლო ამხანაგურ შეხვედრას ილიას ზუროსის გუნდი ავსტრალიასთან 22 აგვისტოს გამართავს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები