საქართველოს 16-წლამდე ნაკრები, ავთანდილ ბახტაძე, ნიკოლოზ ცინცაძე, გიორგი ჭირაქაძე
Aa
Aa

საქართველოს 16-წლამდე ნაკრები A დივიზიონში აღზევდა

კალათბურთში, B დივიზიონში საქართველოს 16-წლამდე ნაკრებმა მე-3 ადგილისთვის მატჩში რუმინეთი 70:68 დაამარცხა. ამ გამარჯვებით ევროპის ჩემპიონატის ელიტარული, A დივიზიონის საგზური მოიპოვა.

საქართველოს ნაკრების მხრიდან ყველაზე მეტი ქულა მათე ხატიაშვილმა ჩააგდო. მან 22:11 წუთი ითამაშა, მის აქტივში 23 ქულა, 3 მოხსნა და 3 პასია. ავთანდილ ბახტაძემ ორმაგი დუბლი შეასრულა: 18 ქულა, 15 მოხსნა, 2 პასი. მან პარკეტზე 34 წუთი გაატარა. ასევე, კარგი მატჩი ჩაატარა გიორგი ჭირაქაძემ, რომელიც 11 ქულითა და 5 მოხსნით დაეხმარა გუნდს.

ამ გამარჯვების შემდეგ საქართველოს 16-წლამდე ნაკრები A დივიზიონში აღზევდა და ელიტარული ნაკრებების წინააღმდეგ ითამაშებს.

საქართველოს 16-წლამდე ნაკრების მთავარი მწვრთნელი ნიკოლოზ ცინცაძეა, მას ასისტენტობას ლევან ტყეშელაშვილი უწევს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები