მიქაუტაძის საგოლე პასი - მანდანდამ მაგარი ბურთი აუღო
საფრანგეთის ლიგა 1-ის 2023-24 წლების სეზონის პირველ ტურში „რენიმ“ შინ „მეცი'' 5:1 გაანადგურა.
მე-20 წუთზე „რენიმ“ არნო კალიმუენდოს გოლით ანგარიში გახსნა, წონასწორობა ერთ წუთში აღდგა, გიორგი მიქაუტაძემ მარჯვენა ფლანგზე იაქტიურა, მისი ჩაწოდების შემდეგ მაზიზმა თავური დარტყმით ანგარიში გაათანაბრა.
52-ე წუთზე „რენი“ დაწინაურდა, გოლი ამინ გუირის ანგარიშზეა - 2:1. 57-ე წუთზე მიქაუტაძის ძლიერი დარტყმა სტივ მანდანდამ ფეხით მოიგერია.
„რენის“ მხრიდან მესამე გოლი 67-ე წუთზე ჟერემი დოკუმ გაიტანა. დარჩენილ დროში იბრაჰიმ სალაჰმა დუბლი შეასრულა (87, 90+4).
მიქაუტაძეს დრიბლინგის განხორციელების 6 მცდელობა ჰქონდა, თუმცა წარმატებული მხოლოდ 2 იყო.
22 წლის გიორგი მიქაუტაძემ ლიგა 1-ში „მეცის“ სასტარტო შემადგენლობაში პირველად ითამაშა. მისი დებიუტი ლიგა 1-ში 2019 წელს შედგა, როცა „ნიცასთან“ 7 წუთი ითამაშა, მეორედ 2021 წელს - „ლილისთან“ შეხვედრაში, 90-ე წუთზე ჩაერთო თამაშში.
ბელგიურ „სერენში“ ორი სეზონი იჯარით გაატარა, გასულ სეზონში „მეცს“ ელიტაში დაბრუნებაში დაეხმარა, ლიგა 2-ის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა. ასევე, 23 გოლით ლიგა 2-ის საუკეთესო ბომბარდირი გახდა.
ლიგა 1-ის მეორე ტურში „მეცი“ „მარსელს“ უმასპინძლებს, შეხვედრა 18 აგვისტოს, 23:00 საათზე დაიწყება.