ედერ მილიტაუ
Aa
Aa

მორიგი დარტყმა რეალს - მილიტაოს ტრავმა სერიოზულია

ტიბო კურტუას შემდეგ, მადრიდის „რეალს“ ხანგრძლივი დროით კიდევ ერთი საკვანძო ფეხბურთელი გამოაკლდა. გუშინ, ბილბაოს „ატლეტიკთან“ მატჩის მიმდინარეობისას, დაცვის ხაზის ერთ-ერთმა ლიდერმა, ედერ მილიტაომ მუხლზე დაზიანება მიიღო, რის გამოც მოედანი ნაადრევად დატოვა.

ბრაზილიელ ფეხბურთელს დღეს სამედიცინო შემოწმება ჩაუტარდა, რომლის დასრულების შემდეგაც გაირკვა, რომ მარცხენა მუხლზე ჯვარედინი მყესები გაუწყდა.

კლუბის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ ედერ მილიტაოს უახლოეს დღეებში ოპერაცია ჩაუტარდება და მინიმუმ 6 თვით უქმობა მოუწევს.

საგულისხმოა, რომ მსგავსი ტრავმის გამო რამდენიმე დღის წინ „სამეფო კლუბს“ ტიბო კურტუაც გამოაკლდა, რომელიც მილიტაოს მსგავსად მინიმუმ 6 თვით იუქმებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
1-წლიანი იჯარა გამოსყიდვის უფლებით | რეალის ოფიციალური შეთავაზება და ვალენსიას პასუხი
1-წლიანი იჯარა გამოსყიდვის უფლებით | რეალის ოფიციალური შეთავაზება და ვალენსიას პასუხი