კილიან მბაპე
Aa
Aa

შეთანხმება შედგა - მბაპე კონტრაქტის გახანგრძლივებასთან ახლოს არის

კილიან მბაპემ და „პარი სენ-ჟერმენმა“ ხანგრძლივი მოლაპარაკებების შემდეგ შეთანხმებას მიაღწიეს. RMC Sport-ის ცნობით, ფრანგი ფეხბურთელი მზადაა პსჟ-სთან კონტრაქტი 2025 წლამდე გაახანგრძლივოს იმის გარანტიით, თუ კლუბი 2024 წელს, „რეალში“ ტრანსფერის გარანტიას მისცემს.

ამასთან, თითქმის გადაწყვეტილია, რომ უახლოეს პერიოდში პსჟ-ს მესვეურები მბაპეს მთავარ გუნდში დააბრუნებენ და უახლოეს თამაშებში მონაწილეობის შესაძლებლობას მისცემენ.

ცნობისთვის, პსჟ-მ ლიგა ერთში ახალი სეზონის პირველი შეხვედრა გუშინ, „ლორიენთან“ გამართა და ფრედ, 0:0 ითამაშა. კილიან მბაპე მატჩის განაცხადში საერთოდ არ ყოფილა.

შეგახსენებთ, რომ 24 წლის ფეხბურთელმა ორი თვის წინ ღიად განაცხადა, რომ მომავალ წელს პსჟ-სთან კონტრაქტის გახანგრძლივებას აღარ აპირებს, რის გამოც, არსებობს საშიშროება, რომ მბაპემ პარიზული გუნდი თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვოს. პსჟ-ს ხელმძღვანელებმა ამ განცხადების შემდეგ, ფრანგი შემტევი ტრანსფერზე დააყენეს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
13 აგვისტოს სატრანსფერო ზონა
13 აგვისტოს სატრანსფერო ზონა