ჩელსი კეპას შემცვლელს ეძებს | მთავარი კანდიდატი მამარდაშვილია
მას შემდეგ, რაც ლონდონის „ჩელსის“ მეკარის, კეპა არიზაბალაგას მადრიდის „რეალში“ ტრანსფერი გადაწყდა, ლონდონური კლუბი ესპანელი კიპერის შემცვლელის ძიებას შეუდგა. ბრიტანული Standard-ის ინფორმაციით, „ჩელსის“ რადარზე ამ დროისთვის ორი მეკარეა - გიორგი მამარდაშვილი („ვალენსია“) და გრეგორ კიობელი (დორტმუნდის „ბორუსია“).
ორივე მეკარის მიმართ „ჩელსი“ ინტერესს ჯერ კიდევ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დასაწყისში იჩენდა და როგორც იწერება, მამარდაზე ოფიციალური შეთავაზებაც გააკეთა, რომელიც „ვალენსიას“ ხელმძღვანელებმა დაბლოკეს, სანაცვლოდ კი ლონდონურმა კლუბმა „ბრაიტონიდან“ რობერტო მარტინესი დაიმატა. თუმცა, კეპას წასვლის გამო მხარეებს მოლაპარაკებების მაგიდასთან დასხდომა კიდევ ერთხელ მოუწიათ. ბრიტანული სააგენტო წერს, რომ „არისტოკრატები“ ისევ ეცდებიან „ვალენსიასთან“ სასურველი შეთანხმების მიღწევას და მამარდაშვილის დამატება, თუმცა, მოლაპარაკებების წარუმატებლად დასრულების შემთხვევაში, სათადარიგო ვარიანტად დორტმუნდის ბორუსიას მეკარეს, გრეგორ კობელს მოიაზრებენ. ასევე, სავარაუდო შემცვლელთა სიაშია კასპერ შმეიხელიც, რომელიც მრავალი წლის განმავლობაში „ლესტერში“ გამოდიოდა, ახლა კი ფრანგული „ნიცას“ ღირსებას იცავს.
Kepa close to Real Madrid loan move as Chelsea hunt another new goalkeeper
— Standard Sport (@standardsport) August 13, 2023
✍️ @NizaarKinsellahttps://t.co/eZKsgW1cMw
შეგახსენებთ, რომ მამარდაშვილის დამატებას მადრიდის „რეალიც“ ცდილობდა, რომელიც „ვალენსიას“ 1-წლიან იჯარას, 5 მილიონ ევროსა და გამოსყიდვის შემთხვევაში 25 მილიონ ევროს სთავაზობდა, თუმცა, „ღამურების“ პრეზიდენტმა „სამეფო კლუბის“ შეთავაზება დაბლოკა.