19-წლამდე ნაკრების 6 გოლი - საქართველომ მაკედონია გაანადგურა
ჩრდილოეთ მაკედონიის 19-წლამდე სკოპიეში საქართველოს 19-წლამდე ნაკრებთან 2:6 განადგურდა.
საწყის 25 წუთში ვასილ მაისურაძის ფეხბურთელებმა სამი გოლი გაიტანეს, მე-6 წუთზე სანდრო ავალიანმა ანგარიში გახსნა, მე-17 წუთზე დუბლი შეასრულა, 25-ე წუთზე ნიკოლოზ ნინიძემ გაიტანა - 0:3. 31-ე წუთზე ანეს მელიქის გოლით ჩრდილოეთ მაკედონიის 19-წლამდე ნაკრებმა ანგარიში შეამცირა - 1:3. პირველი ტაიმი ამ ანგარიშით დასრულდა.
მე-60 წუთზე ნიკოლა ველიჩოვსკიმ პენალტი გამოიყენა - 2:3. 79-ე წუთზე თერთმეტმეტრიანი მაკედონიელთა კარის მიმართულებით დაინიშნა, ალექსანდრე ფეიქრიშვილის დარტყმა ზუსტი იყო - 2:4. 90-ე წუთზე გიორგი გოგსაძემ შეაგდო, მე-5 დამატებულ წუთზე დანიელ ქვარცხავამ ბრწყინვალე დრიბლინგი გოლით დაასრულა - 2:6.
საქართველოს 19-წლამდე ნაკრები ჩრდილოეთ მაკედონიის 19-წლამდე ნაკრებთან მეორე ამხანაგურ მატჩს 14 აგვისტოს გამართავს.
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ფოტო