ბორჯღალოსნები
Aa
Aa

ბრწყინვალე გამარჯვება - ბორჯღალოსნებმა რუმინეთი გაანადგურეს

საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა „მიხეილ მესხზე“ ამხანაგურ შეხვედრაში რუმინეთის ნაკრები დიდი ანგარიშით, 56:6 დაამარცხა. ლევან მაისაშვილის გუნდი მთელი მატჩის განმავლობაში დიდ უპირატესობას ფლობდა და შეხვედრა სრულიად დამსახურებულად მოიგო.

პირველი ტაიმის მიმოხილვა

საქართველოს ეროვნული ნაკრების მხრიდან ლელო შემდეგი მოთამაშეების ანგარიშზეა: გიორგი აფრასიძე (1), მერაბ შარიქაძე (1), გიორგი ჭყოიძე (1), გაჩეჩილაძე (1), აკაკი ტაბუცაძე (1), ლუკა მატკავა (1), შალვა მამუკაშვილი (1), ვასილ ლობჟანიძე (1).

აღსანიშნავია რომ პირველი ტაიმის მიწურულს აკაკი ტაბუცაძემ ლელო დადო და მამუკა გორგოძის რეკორდი გააუმჯობესა. ტაბუცაძე საქართველოს ნაკრების ისტორიაში საუკეთესო მელელოვეა, მის აქტივში 28 ლელოა.

მეორე ტაიმის მიმოხილვა

ასევე გეტყვით, რომ რუმინეთის ნაკრებს ლელო არ დაუდია, ორი საჯარიმო დარტყმა ზუსტად შეასრულა.

„ბორჯღალოსნები“ მომდევნო ამხანაგურ მატჩს ამერიკის შეერთებული შტატების ნაკრებთან „მიხეილ მესხზე“ გამართავენ. შეხვედრა 19 აგვისტოს გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები