ცნობილია, სად შედგება ცუკერბერგისა და მასკის ორთაბრძოლა
ილონ მასკსა და მარკ ცუკერბერგს შორის MMA-ში დაგეგმილი ორთაბრძოლა იტალიის დედაქალაქ რომში შედგება. ამის შესახებ Twitter/X-ის მფლობელმა, ილონ მასკმა სოციალურ ქსელში დაწერა, თუმცა ბრძოლის გამართვის თარიღი არ დაუკონკრეტებია.
რას წერს მასკი:
მარკ ცუკერბერგთან ბრძოლა ერთობლივი ფონდის ეგიდით ჩატარდება. ბრძოლის ტრანსლაცია Live X-ზე (იგივე Twitter) და Meta-ს პლატფორმებზე შედგება. ოქტაგონის გაფორმება ძველი რომაული სტილით იქნება, თანამედროვე არაფერი. უკვე ვესაუბრე იტალიის პრემიერ-მინისტრსა და კულტურის მინისტრს. ერთობლივად შევთანხმდით, რომ ბრძოლა უძველეს ადგილას შედგება.
The fight will be managed by my and Zuck’s foundations (not UFC).
— Elon Musk (@elonmusk) August 11, 2023
Livestream will be on this platform and Meta. Everything in camera frame will be ancient Rome, so nothing modern at all.
I spoke to the PM of Italy and Minister of Culture. They have agreed on an epic location.
ილონ მასკისა და მარკ ცუკერბერგის ბრძოლაზე კომენტარი UFC-ის პრეზიდენტმა, დენა უაითმაც გააკეთა და განაცხადა, რომ მათი ბრძოლა მილიარდ დოლარზე მეტ შემოსავალს ნახავს:
„მათ ძალიან სურთ ამ ბრძოლის გამართვა. ეს ნამდვილად რეალურია... როდესაც რომის კოლიზეუმზე ვსაუბრობდით, ცოტა სასაცილოც იყო, მაგრამ ბრძოლის ლოკაცია ნამდვილად აქ იქნება. რეალურად მქონდა შეხვედრა იტალიის კულტურის სამინისტროს გუნდთან და თუ ბრძოლა შედგება, ეს სწორედ აქ მოხდება.
ვფიქრობ, ეს წამოწყება მილიარდი დოლარის შემოსავალს მოიტანს. არ მოგესმათ, მილიარდი დოლარის! აქამდე, ყველა დროის ყველაზე დიდი ორთაბრძოლა იყო კონორ მაკგრეგორი ფლოიდ მეივეზერის წინააღმდეგ. მათ 4 მილიონ დოლარზე მეტი შეაგროვეს“, - აღნიშნა უაითმა.
ჯერჯერობით, უცნობია მარკ ცუკერბერგის პოზიცია, თუმცა Meta-ს მფლობელის სოციალურ ქსელში აქტიურად ვაწყდებით პოსტებს, რომელშიც Facebook-ის შემქმნელი ოქტაგონზე აქტიურად ვარჯიშობს.