ოფიციალურად: ჰარი კეინი ბაიერნის ფეხბურთელია
მიუნხენის „ბაიერნსა“ და ჰარი კეინს შორის განვითარებული სატრანსფერო საგა როგორც იქნა დასრულდა. რამდენიმე წუთის წინ, „რეკორდმეისტერმა“ ინგლისელი ფორვარდის დამატების შესახებ ინფორმაცია ოფიციალურად გამოაცხადა.
ჰარი კეინმა „ბაიერნში“ 9-ნომრიანი მაისური მოირგო და კონტრაქტი 2027 წლამდე გააფორმა. მანამდე, 30 წლის შემტევმა კლუბში სამედიცინო შემოწმება გაიარა და საწვრთნელ ბაზასაც გაეცნო.
რა თქვა კეინმა კონტრაქტის გაფორმების შემდეგ:
ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ბაიერნის ნაწილი გავხდი. ბაიერნი მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო გუნდია და გამუდმებით ვამბობდი, რომ ყოველთვის მინდოდა ჩემი შესაძლებლობების დამტკიცება უფრო მაღალ დონეზე.
Harry Kane says hello to Bayern fans ????
— B/R Football (@brfootball) August 12, 2023
(via @FCBayern)pic.twitter.com/ltSD8ZWsg4
გავრცელებული, თუმცა, დაუდასტურებელი ინფორმაციით, „ბაიერნმა“ ჰარი კეინის სანაცვლოდ „ტოტენჰემს“ 100 მილიონ ევროზე მეტი გადაუხადა, რომელსაც ბონუსები დაემატება.
ინგლისელმა ფეხბურთელმა ლონდონური კლუბის შემადგენლობაში 2011 წლიდან ყველა ტურნირზე 517 მატჩი ჩაატარა, რომელშიც 280 გოლი გაიტანა და 64 საგოლე გადაცემა შეასრულა.