გიორგი მამარდაშვილი, დავიდ დე ხეა, ტიბო კურტუა, კეპა არისაბალაგა, იასინ ბონო
Aa
Aa

მამარდაშვილი მათ სიაშია | რეალს სურს, მეკარე იჯარის წესით გაიფორმოს

მადრიდის „რეალის“ სატრანსფერო გეგმები ესპანურ პრესაში ძალიან აქტუალური თემაა. „ბლანკოსი“ ტიბო კურტუას შემცვლელს ეძებს, რომელმაც მძიმე ტრავმა მიიღო, ჯვარედინი იოგები დაიზიანა და გუნდს დიდი ხნით გამოაკლდა.

ესპანური გამოცემის, Relevo-ს ინფორმაციით, მადრიდელები კეპა არისაბალაგას, დავიდ დე ხეასა და იასინ ბონოს გარშემო შექმნილ ვითარებას თვალს ყურადღებით ადევნებენ. მათ გარდა, „სანტიაგო ბერნაბეუს“ ბინადრების სიაში გიორგი მამარდაშვილიც იმყოფება.

Relevo-ს ცნობით, ამ ეტაპზე, „ბლანკოსი“ პირდაპირ ტრანსფერს გამორიცხავს. „რეალს“ სურს, კურტუას შემცვლელი იჯარის წესით გაიფორმოს და ვადის გასვლის შემდეგ, მისი გამოსყიდვის უფლება ჰქონდეს. უახლოესი დღეები გადამწყვეტი იქნება და მადრიდელთა საბოლოო არჩევანი მალე გახდება ცნობილი.

ცნობისთვის, მამარდაშვილს ბევრი მსურველი ჰყავს. Evening Standard-ის ინფორმაციით, „ჩელსი“ კეპა არისაბალაგას შემცვლელს ეძებს, ვისი საკუთარ რიგებში ხილვა „ბაიერნს“ სურს და „ლურჯების“ სიაში ორი ფეხბურთელია მოხვედრილი. ერთი „ვალენსიას“ ქართველი ფეხბურთელი, გიორგი მამარდაშვილი გახლავთ, მეორე კი - გრეგორ კობელი („დორტმუნდი“).

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„მას შეეძლო მოდრიჩი გამხდარიყო“ - სერბი მწვრთნელი ანანიძეზე
„მას შეეძლო მოდრიჩი გამხდარიყო“ - სერბი მწვრთნელი ანანიძეზე