გაბრი ვეიგა
Aa
Aa

ტრანსფერთან ერთ ნაბიჯში არიან | ნაპოლი გაბრი ვეიგას იმატებს

ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლი“ ნახევარდაცვის ხაზის გასაძლიერებლად მუშაობას განაგრძობს. „პარტენოპეი“ „სელტასთან“ მოლაპარაკებებს აწარმოებს და გაბრი ვეიგას ტრანსფერის დახურვასთან ერთ ნაბიჯშია.

ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, ესპანელ ფეხბურთელს ნეაპოლელებთან სიტყვიერი შეთანხმება უკვე მიღწეული აქვს. კლუბები ტრანსფერის ღირებულებაზე მსჯელობენ და როგორც AS-ი წერს, „ნაპოლის“ ვეიგას გამოსასყიდი თანხის გადახდა, რომელიც 40 მილიონ ევროს შეადგენს, არ მოუწევს.

ესპანური გამოცემის მიხედვით, „პარტენოპეი“ დაახლოებით 35 მილიონს გადაიხდის, რასაც ბონუსები დაემატება, ვეიგას გაყიდვის შემთხვევაში კი „სელტას“ მიღებული თანხის პროცენტს დაუთმობს. ვიგოელები ვეიგას გაშვებას უკვე შეეგუვნენ და ტრანსფერი ოფიციალურად ძალიან მალე დადასტურდება.

ცნობისთვის, ვეიგამ „სელტას“ მაისური ყველა ტურნირზე ერთად 55-ჯერ მოირგო, 11 გოლი გაიტანა და 4 საგოლე გადაცემა შეასრულა. მისი გადაბირება ევროპული ფეხბურთის გრანდებს სურდათ და სხვადასხვა დროს, ინტერესი „ლივერპულმა“ და „ჩელსიმ“ გამოხატეს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ოფიციალურად | ნაპოლიმ ნახევარდაცვა გააძლიერა
ოფიციალურად | ნაპოლიმ ნახევარდაცვა გააძლიერა