გიორგი პაპუნაშვილი
Aa
Aa

პაპუნაშვილს ხელფასი არ გადაუხადეს | სერბული კლუბი დასაჯეს

სერბეთის ფეხბურთის ასოციაციის სადისციპლინო კომიტეტმა, უეფასგან მიღებული ბრძანების საფუძველზე, „რადნიჩკი“ დასაჯა. სერბულ კლუბს გიორგი პაპუნაშვილმა უჩივლა და უეფამ ქართველი ფეხბურთელის მხარე დაიჭირა.

2022 წლის აგვისტოში პაპუნაშვილი „რადნიჩკში“ გადავიდა და სერბული კლუბის მაისურით 3 შეხვედრა ჩაატარა. „რადნიჩკმა“ მას რამდენიმე თვის ხელფასი (ზუსტი ოდენობა უცნობია) არ გადაუხადა და გიორგიმ სარჩელის შეტანა სწორედ ამიტომ გადაწყვიტა.

უეფას გადაწყვეტილებით, „რადნიჩკს“ ახალი ფეხბურთელების დარეგისტრირების უფლება მანამ არ ექნება, სანამ დავალიანებას არ დაფარავს. სერბული პრესის ინფორმაციით, თანხა ძალიან დიდი არაა და დიდი ალბათობით, „რადნიჩკი“ მას უახლოეს პერიოდში გადაიხდის, რის შემდეგაც დისკვალიფიკაცია მოეხსნება.

ცნობისთვის, „რადნიჩკის“ მაისურით პაპუნაშვილს მხოლოდ 118 წუთი აქვს ნათამაშები. სერბული კლუბი მან მალევე დატოვა და „სამტრედიას“ მიაშურა. საქართველოს ეროვნულ ნაკრებში, პაპუნაშვილს 17 მატჩი აქვს ჩატარებული და მის ანგარიშზე 3 გოლია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები