ჯანო ანანიძე, მოსკოვის სპარტაკი, მიოდრაგ ბოჟოვიჩი
Aa
Aa

„მას შეეძლო მოდრიჩი გამხდარიყო“ - სერბი მწვრთნელი ანანიძეზე

მიოდრაგ ბოჟოვიჩმა, რომელიც ჯანო ანანიძეს „როსტოვსა“ და „კრილია სოვეტოვში“ წვრთნიდა, რუსულ მედიასთან ქართველზე ისაუბრა. მისი თქმით, ჯანოს ფეხბურთი ბრწყინვალედ ესმოდა.

მიოდრაგ ბოჟოვიჩი: „რომელი ფეხბურთელია ყველაზე დასანანი? ჯანო. ბრწყინვალე ფეხბურთელი. მოდრიჩს მახსენებს, მას შეეძლო მოდრიჩი გამხდარიყო. მან ყველაფერი იცოდა ფეხბურთის შესახებ, ყველაფერი ესმოდა“.

ჯანო ანანიძემ ბოჟოვიჩის ხელმძღვანელობით საერთო ჯამში 33 მატჩი ჩაატარა, 6 გოლი შეაგდო და 10 საგოლე პასი შეასრულა.

ქართველმა ფეხბურთელმა კარიერის დიდი ნაწილი რუსეთში გაატარა, მძიმე ტრავმების შემდეგ თბილისის „დინამოსა“ და ბათუმის „დინამოში“ ირიცხებოდა, თუმცა სათამაშო ფორმა ვერ აღიდგინა და გასულ წელს კარიერის დასრულების გადაწყვეტილება მიიღო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები