ბახტაძის ორმაგი დუბლი - საქართველო B დივიზიონის ნახევარფინალშია
კალათბურთში, ევროპის ჩემპიონატის B დივიზიონის მეოთხედფინალში საქართველოს 16-წლამდე ნაკრებმა ესტონეთი 79:66 დაამარცხა.
ნიკოლოზ ცინცაძის მოთამაშეებიდან ყველაზე შედეგიანი ავთანდილ ბახტაძე იყო, რომელმაც 33:41 წუთში 16 ქულა ჩააგდო. ასევე, მის ანგარიშზე ორმაგი დუბლია, 13 მოხსნა და 2 პასი შეასრულა.
გერა ჭეიშვილისა და ილია სულაძის აქტივში 13-13 ქულაა. შედეგიანობით გიორგი ნიკოლაევიც გამოირჩეოდა, მან 11 ქულა ჩააგდო, 7 მოხსნა და 3 პასი შეასრულა.
საქართველოს 16-წლამდე ნაკრები ნახევარფინალში ხორვატია-სლოვაკეთს შორის მოგებულს შეხვდება.