ჩელსი, ლივერპული, მოიზეს კაისედო
Aa
Aa

ყველაფერი შეიცვალა: კაისედომ ლივერპულს უარი უთხრა

ფაბრიციო რომანოს ცნობით, მოიზეს კაისედომ „ლივერპულს'' განუცხადა, რომ კარიერის გაგრძელება მხოლოდ „ჩელსიში“ სურს.

„მერსისაიდელები“ „ბრაიტონს“ ეკვადორელის ტრანსფერზე შეუთანხმდნენ, „ლივერპულს“ მის სანაცვლოდ 110 მილიონი ფუნტი სტერლინგი უნდა გადაეხადა, თუმცა ფეხბურთელის პოზიციიდან გამომდინარე, ამ ეტაპზე ტრანსფერის განხორციელება გამორიცხულია.

ასევე, კაისედო „ლივერპულში“ არ გაემგზავრება და დაგეგმილ სამედიცინო შემოწმებას არ გაივლის.

ფაბრიციო რომანოს ცნობით, „ჩელსის“ მხრიდან ახალი შეთავაზების გაკეთება ჯერ მოსალოდნელი არაა და ერთ-ერთი ყველაზე საოცარი სატრანსფერო საგა გრძელდება.

კაისედოს „ლივერპულში“ გადასვლის შემთხვევაში ბრიტანული ფეხბურთის ისტორიაში სარეკორდო ტრანსფერი განხორციელდებოდა, „მერსისაიდელები“ 110 მილიონს გადაიხდნენ, თუმცა ეკვადორელის გადაწყვეტილებამ ყველაფერი შეცვალა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები