იენს კაიუსტე
Aa
Aa

ოფიციალურად | ნაპოლიმ ნახევარდაცვა გააძლიერა

ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლიმ“ ნახევარდაცვის ხაზი გააძლიერა. ნეაპოლურმა კლუბმა ოფიციალური განცხადება გაავრცელა და საკუთარ გულშემატკივრებს იენს კაიუსტეს გაფორმების შესახებ აუწყა.

კაიუსტე 23 წლის შვედი ნახევარმცველია, რომელიც „რეიმსის“ რიგებში თამაშობდა. „ნაპოლის“ ახალ თავკაცს, რუდი გარსიას ფიზიკურად ძლიერი ნახევარმცველის დამატება უნდოდა და კაიუსტე სწორედ ამ კატეგორიაში გადის.  

უცხოური პრესის ინფორმაციით, „პარტენოპეის“ კაიუსტეს ტრანსფერი დაახლოებით 12 მილიონი ევრო დაუჯდა. იგი პიოტრ ზელინსკის შემცვლელად მოიაზრება, რომელიც დიდი ალბათობით, კარიერას საუდის არაბეთში, „ალ-აჰლის“ რიგებში გააგრძელებს.

ცნობისთვის, კაიუსტემ გასულ სეზონში, „რეიმსის“ მაისურით მონაწილეობა 31 შეხვედრაში მიიღო. მის ანგარიშზე 3 გოლია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები