ოფიციალურად - პარკაძე 1 წლით ადმირაში ითამაშებს
როგორც მოგეხსენებათ, ლუკა პარკაძე მიუნხენის „ბაიერნის“ საკუთრებაა, თუმცა მომავალ სეზონში „რეკორდმაისტერის“ ღირსებას არ დაიცავს.
გერმანულმა გიგანტმა, ქართველი ფეხბურთელის 1 წლით, იჯარით გაშვება გადაწყვიტა. დღეს კი ეს ამბავი ოფიციალურად დადასტურდა. პარკაძე ავსტრიული „ადმირას“ მაისურს მოირგებს. ამის შესახებ ინფორმაციას ავტორიტეტულმა გამოცემა Kicker-მა გაავრცელა.
სტატიაში ასევე ვეცნობით „ადმირას“ ოფიციალურ განცხადებას ლუკა პარკაძესთან დაკავშირებით.
ოფიციალური განცხადება:
„ჩვენ აღფრთოვანებულები ვართ ლუკას შესაძლებლობებით.. განსაკუთრებით შეტევაში! ის ძალიან ნიჭიერი ახალგაზრდაა და ამის გამო მიუნხენის „ბაიერნმა“ გაიფორმა. სწორედ ამ მიზეზით, მისი ჩვენთან 1 წლით გადმოსვლა უფრო მნიშვნელოვანია. ლუკა ჩვენს გუნდს მხარდაჭერას თავიდანვე უცხადებდა. ასევე დიდი მადლობა მიუნხენის „ბაიერნს“, რომელიც ჩვენს ფილოსოფიას ენდო.“
Admira leiht sich Bayern-Youngster Parkadze - Verstärkung für den Zweitligisten https://t.co/tJouVl8sma
— kicker ⬢ Österreich (@kicker_AUT) August 10, 2023