დი მარციო: ივა გელაშვილით იტალიური გუნდი ინტერესდება
იტალიაში შეიძლება კიდევ ერთი ქართველი ფეხბურთელი ვიხილოთ. გავლენიანი სპორტული ჟურნალისტი ჯანლუკა დი მარციო თავის ყოველდღიურ სატრანსფერო სიახლეებში ივა გელაშვილზე წერს.
დი მარციოს ცნობით, „საბურთალოს“ უკანახაზელის გადაბირება „სპეციას“ სურს. იტალიურ გუნდს ივა თავისუფალი აგენტის სტატუსით სურს. ჟურნალისტი ამტკიცებს, რომ მალე გელაშვილი ლიგურიული გუნდის ფორმას მოიგებს.
როგორც ცნობილი ხდება, 22 წლის ფეხბურთელი იტალიელმა სკაუტებმა ევროპის 21-წლამდე ჩემპიონატზე შეამჩნიეს. ასევე გეტყვით, რომ ივა ბათუმის „დინამოს“ საკუთრებაშია, მაგრამ ახლა იჯარის წესით „საბურთალოში“ თამაშობს.
შეგახსენებთ, რომ „სპეცია“ გასულ წელს სერია ა-დან გავარდა და მომავალ სეზონში რანგით მეორე დივიზიონში იასპარეზებს.
#Calciomercato #SerieB I @SpeziaCalcio, trattativa per il difensore georgiano classe 2001 Iva #Gelashvilihttps://t.co/OBSlz1D03n
— Gianluca Di Marzio (@DiMarzio) August 10, 2023