შეთანხმება შედგა - კეინი ბაიერნში ითამაშებს
როგორც ჩანს, ჰარი კეინის საგა დასასრულს მიუახლოვდა. ავტორიტეტული გამოცემის The Athletic-ის ცნობით, „ტოტენჰემი“ თავისი ვარსკვლავის გაყიდვას დათანხმდა.
წყაროს ცნობით, მიუნხენური გრანდი ინგლისელი შემტევის სანაცვლოდ 100 მილიონ ევროს გადაიხდის და ამას ბონუსებიც დაემატება. ჯერჯერობით უცნობია, თუ რამდენ წლიან კონტრაქტს გააფორმებს ჰარი.
???? EXCLUSIVE: Bayern Munich have reached an agreement with Tottenham to sign Harry Kane, sources in Germany indicate. #FCBayern proposal worth above €100m accepted by #THFC. 30yo has been leaning towards staying but must now make a decision @TheAthleticFC https://t.co/mPjC3YPDnH
— David Ornstein (@David_Ornstein) August 10, 2023
ცნობისთვის, თავდაპირველად „რეკორდმაისტერმა“ დეზებს 70 მილიონი ევრო შესთავაზა, რაზეც უარი მიიღო. დროთა განმავლობაში გერმანელები თანხას ზრდიდნენ, მაგრამ დღევანდელ დღემდე დადებითი პასუხი არ არსებობდა.
უკანასკნელი ინფორმაციით, „ტოტენჰემი“ 110 მილიონს ითხოვდა, მაგრამ ოფიციალური სატრანსფერო თანხა, როგორც უკვე მოგახსენეთ 100 მილიონი იქნება, მაგრამ ბონუსებით შესაძლოა 120 მილიონზე ავიდეს.
შეგახსენებთ, ჰარი კეინი „დეზების“ აკადემიას 2004 წელს შეუერთდა, თუმცა პირველ გუნდში დებიუტი 2011 წელს ჰქონდა. 2011 წლიდან დღემდე, 30 წლის თავდამსხმელმა „ტოტენჰემის“ მაისური ყველა ტურნირზე ერთად 435-ჯერ მოირგო, 280 გოლი გაიტანა და 64 საგოლე გადაცემა შეასრულა.