უარი გერმანიას - ბაიერნის ტალანტი საქართველოს ნაკრებში ითამაშებს
CrystalSport-ის ცნობით, მიუნხენის „ბაიერნის“ 15 წლის ფეხბურთელმა ჯამალ კაიშვილმა საქართველოს ნაკრებში თამაში გადაწყვიტა. მიუნხენის „ბაიერნის“ 16-წლამდე გუნდის „ათიანი“ უახლოეს პერიოდში საქართველოს მოქალაქეობას მიიღებს.
ჯამალს საქართველოს ნაკრებში თამაშის ძალიან დიდი სურვილი აქვს. ფეხბურთელი, რომელიც საქართველოში ნამყოფიც არაა, საქართველოს მოქალაქეობის მიღებასა და ასაკობრივი ნაკრების შეკრებაზე გამოძახებას მოუთმენლად ელის.
According to my sources, Jamal Kaischvili (15), a footballer from the Bayern Munich academy, has decided to play for Georgia. He will soon obtain a Georgian passport. pic.twitter.com/sZDiIe3sTA
— Dima Shariqadze (@shariqadzedima) August 10, 2023
CrystalSport-ის ცნობით, ჯამალს მიწვევა გერმანიის 16-წლამდე ნაკრებიდან ჰქონდა, თუმცა არჩევანი საქართველოზე შეაჩერა.
ჯამალ კაიშვილი 6 წელია „ბაიერნის“ აკადემიაში ირიცხება. მისი მთავარი პოზიცია „ათიანია“, თუმცა 5-მცველიან ტაქტიკაში „ვინგბექის“ პოზიციაზეც თამაშობს. უახლოეს პერიოდში ჯამალის შესახებ სტატიას გამოვაქვეყნებთ და მის შესახებ მაქსიმალურად ამომწურავ ინფორმაციას მოგაწვდით.
ქართველები „ბაიერნში“
შეგახსენებთ, მიუნხენის „ბაიერნის“ აკადემიაში კიდევ ერთ ქართველ ფეხბურთელს, ლუკას ჰუფნაგელს უთამაშია, 2001-11 წლებში გერმანული გრანდის აკადემიის ფეხბურთელი იყო. შემდგომში საქართველოს ასაკობრივ და ეროვნულ ნაკრებებში ითამაშა, „ფრაიბურგთან“ ერთად მეორე ბუნდესლიგა მოიგო, თუმცა ტრავმების გამო კარიერა 27 წლის ასაკში დაასრულა. ამჟამად, სამოყვარულო ჩემპიონატში თამაშობს და უნივერსიტეტში სწავლობს.
მიუნხენური გრანდის საკუთრება ქართველი გარემარბი ლუკა პარკაძეა, რომელიც იჯარით ავსტრიულ „ადმირაში“ თამაშობს.
View this post on Instagram