სიმეონე: “საუდის არაბეთში არ წავალ, ატლეტიკოში ბედნიერი ვარ“
საუდის არაბეთი ტოპ ფეხბურთელების გადაბირებას აგრძელებს. არაბებს სახელოვანი მწვრთნელების წაყვანაც სურთ და ბოლო პერიოდში არაერთ სპეციალისტს დაუკავშირდნენ.
ერთ-ერთი ასეთი დიეგო სიმეონე იყო. უცნობია რომელი კლუბი ცდილობდა მის გადაბირებას, მაგრამ ფაქტია არ გამოუვიდა. ამის შესახებ, „ჩოლომ“ კომენტარი გააკეთა.
სიმეონე:
„დამაფიქრა, თუ არა საუდის არაბეთის შემოთავაზებამ? არა! სიმართლე ის არის, რომ ბედნიერი ვარ იქ, სადაც ვარ. ცხოვრებაში ძალიან გამიმართლა, რომ „ატლეტიკოს“ მწვრთნელი გავხდი.
საუდის არაბეთში დიდი ანაზღაურება შემომთავაზეს, მაგრამ 10-ჯერ, რომ გაზარდონ იქ მაინც არ წავალ. „ატლეტიკოში“ ბედნიერი ვარ. ზოგადად, არ მესმის იმ ფეხბურთელების, რომლებიც იქ ფულის გამო მიდიან.“
შეგახსენებთ, რომ დიეგო სიმეონემდე არაბები ჟოზე მოურინიოს დაუკავშირდნენ, მაგრამ პორტუგალიელმა სპეციალისტმა მტკიცე უარი განაცხადა. გასული სეზონის დასრულებისას, „განსაკუთრებული“ „რომას“ გულშემატკივრებს დაჰპირდა, რომ „ჯალოროსიდან“ არ წავიდოდა და სიტყვას ასრულებს.