12 ყვითელი, 2 წითელი და დი მარიას ეფექტური გოლი - ბენფიკამ სუპერ თასი მოიგო
პორტუგალიის სუპერ თასზე „ბენფიკა“ „პორტუს“ დაუპირისპირდა და უმძიმეს ბრძოლაში 2:0 დაამარცხა. მატჩი საკმაოდ დაძაბული გამოდგა. მთავარ მსაჯს 12 ყვითლის და 2 წითელი ბარათის ამოღება მოუწია.
პირველ ტაიმში ფეხბურთელებმა 7 ყვითელი ბარათი მიიღეს და გოლი ვერ გაიტანეს. უპირატესობას „ბენფიკა“ ფლობდა. მეორე ნახევარში ანხელ დი მარიამ გაიბრწყინა და ეფექტური გოლი გაიტანა. ვეტერანი არგენტინელისთვის ეს ლისაბონურ კლუბში დაბრუნების შემდეგ, პირველი ოფიციალური გოლია.
„პორტუ“ ბევრს ცდილობდა, მაგრამ ვლაჰოდიმოსის კარის აღებას ვერ ახერხებდა. 68-ე წუთზე რაფა სილვას პასი მუსამ გამოიყენა და სხვაობა ორამდე გაზარდა.
მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში მსაჯმა მინდვრიდან პეპე და სერჟიუ კონსეისაუ გააძევა. დი მარიამ კი მორიგი ტიტული მოიპოვა.
დი მარიას გოლი