ოფიციალურად - ფრენკ კესი ალ აჰლის ფეხბურთელია
ბოლო პერიოდის განმავლობაში აქტიურად იწერებოდა, რომ ფრენკ კესი „ბარსელონას“ დატოვებდა. კატალონიურ გრანდს ფინანსური სარგებლის მიღებდა სურდა.
კესი კარიერას „ალ აჰლიში“ გააგრძელებს. ამის შესახებ ინფორმაციას ორივე გუნდი ადასტურებს. არაბებს 26 წლის ნახევარმცველი 12.5 მილიონი ევრო დაუჯდათ. ჯერჯერობით კონტრაქტის სხვა დეტალები უცნობია.
مسيرة حافلـة مع الكبار، وللقصة بقية هنـا ????????#WelcomeKessié pic.twitter.com/bDlezig1mM
— النادي الأهلي السعودي (@ALAHLI_FC) August 9, 2023
„ბლაუგრანას“ ოფიციალურმა ვებ-გვერდმა ფრენკს გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა და ახალ გუნდში წარმატება უსურვა.
ცნობისთვის, კესი „ბარსელონას“ გასულ წელს „მილანიდან“ შეუერთდა. დღემდე, კოტ დიუვარელმა ესპანეთის მოქმედი ჩემპიონის მაისური ყველა ტურნირზე ერთად 43-ჯერ მოირგო, 3 გოლი გაიტანა და 3 საგოლე გადაცემა შეასრულა.