ნაპოლი, სელტა, გაბრი ვეიგა
Aa
Aa

ვეიგასთვის ბრძოლა გრძელდება - ნაპოლიმ თანხა გაზარდა

სერია ა-ს მოქმედი ჩემპიონი გუნდის გაძლიერებას ცდილობს. სულ მალე იტალიის ჩემპიონატი დაიწყება და „ნაპოლიმ“ ახალი ფეხბურთელის დამატება გადაწყვიტა.

რამდენიმე დღის წინ, ფაბრიციო რომანომ გვამცნო, რომ აურელიო დე ლაურენტისს გაბრი ვეიგას შეძენა სურდა და „სელტას“ ოფიციალური შეთავაზებაც გაუკეთა. იტალიური გუნდის პრეზიდენტი 30 მილიონ ევროს იხდიდა, მაგრამ ვიგოელებმა უარი თქვეს.

დღეს, იტალიური მედია იუწყება, რომ „ნაპოლიმ“ თანხა გაზარდა. Football Italia-ს ცნობით, „პარტენოპეიმ“ 33 მილიონი გამოყო, რომელსაც ბონუსები დაემატება, თუმცა ესპანური მხარე 40 მილიონს ითხოვს. სერია ა-ს ჩემპიონი დარწმუნებულია, რომ „სელტას“ ფეხბურთელს გაიფორმებს.

ცნობისთვის, გაბრი ვიგოური კლუბს პირველ გუნდს, გასული წლის ზაფხულში შეუერთდა. დღემდე, ვეიგამ „სელტას“ მაისური ყველა ტურნირზე ერთად 55-ჯერ მოირგო, 11 გოლი გაიტანა და 4 საგოლე გადაცემა შეასრულა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ოფიციალური ფოტო არ გადაიღო - ვერატის პსჟ-დან წასვლა სურს
ოფიციალური ფოტო არ გადაიღო - ვერატის პსჟ-დან წასვლა სურს