ოფიციალური ფოტო არ გადაიღო - ვერატის პსჟ-დან წასვლა სურს
ახალი არავისთვის არის, რომ ნეიმარს „პარი სენ ჟერმენიდან“ წასვლა სურს, თუმცა, როგორც ჩანს გუნდიდან აბარგება მხოლოდ მას არ სურს.
RMC-ის ჟურნალისტი ფაბრის ჰოუკინსი „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე საინტერესო ინფორმაციას ავრცელებს.
ვიგებთ, რომ ლუის ენრიკემ და ლუის კამპოსმა ნეიმართან, ვერატისთან, ეკიტიკესთან, ბერნატთან და რენატუ სანჩესთან პირადად ისაუბრეს. ფაბრისის თქმით, მთავარ მწვრთნელს და სპორტულ დირექტორს ჩამოთვლილი ფეხბურთელების იმედი არ აქვთ.
❗️Luis Enrique et Luis Campos ont reçu plusieurs joueurs ce matin au Campus PSG
— Fabrice Hawkins (@FabriceHawkins) August 9, 2023
➡️Verratti, Neymar, Ekitike, Bernat et Sanches
????Ils ne comptent pas sur eux
????Ces joueurs n’ont pas participé aux photos officielles de la LFP
????Neymar et Verratti se sont entrainés en salle
მეტიც, ნეიმარს, ვერატის, ეკიტიკეს, ბერნატს და სანჩესს ოფიციალური ფოტო არ გადაუღიათ და დახურულ კარს მიღმა ივარჯიშეს.
შეგახსენებთ, რომ ნეიმარს „ბარსელონაში“ სურს დაბრუნება, მაგრამ ვერატისთან დაკავშირებით აქამდე არანაირი ინფორმაცია არ გაჟღერებულა. დანარჩენი ფეხბურთელები „პარი სენ ჟერმენის“ ძირითადი შემადგენლობის წევრად არ განიხილებოდნენ და გასაკვირი არ იქნება, თუ მათ გუნდიდან წასვლა ენდომებათ.