ბაიერნი, მანჩესტერ იუნაიტედი, ბენჟამინ პავარი
Aa
Aa

ბაიერნის დატოვება უნდა - პავარი მანჩესტერ იუნაიტედს უახლოვდება

მომავალ სეზონში, ერიკ ტენ ჰაგს დიდი გეგმები აქვს. „მანჩესტერ იუნაიტედი“ ჩემპიონთა ლიგაზე დაბრუნდა და შემადგენლობის გაძლიერებას გეგმავს.

ამჯერად ნიდერლანდელმა სპეციალისტმა დაცვის გაძლიერება გადაწყვიტა. გავლენიანი გერმანელი სპორტული ჟურნალისტის ფლორიან პლატენბერგის თქმით, „წითელი ეშმაკები“ ბენჟამინ პავარის გადაბირებას აპირებენ.

ამ მომენტისთვის, ორივე მხარე სიტყვიერი შეთანხმების მიღწევას ცდილობს. ჯერჯერობით არ სახელდება სატრანსფერო დეტალები, მაგრამ პლატენბერგი გვამცნობს, რომ ფრანგ უკანახაზელს „ბაიერნის“ დატოვება სურს.

შეგახსენებთ, რომ პავარი უნივერსალური მცველია. მას დაცვის მარჯვენა ფლანგზე და ცენტრში შეუძლია თამაში. ეს კი ნებისმიერი გუნდისთვის დამატებითი შესაძლებლობაა.

ასევე შეგახსენებთ, ბენჟამინი მიუნხენურ გრანდს 2019 წელს შეუერთდა. 2019 წლიდან დღემდე, ფრანგმა ფეხბურთელმა „ბაიერნის“ მაისური ყველა ტურნირზე ერთად 162-ჯერ მოირგო, 12 გოლი გაიტანა და 12 საგოლე გადაცემა შეასრულა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ჩელსიმ კეპას შემცვლელები შეარჩია | მამარდაშვილი ლურჯების სიაშია
ჩელსიმ კეპას შემცვლელები შეარჩია | მამარდაშვილი ლურჯების სიაშია