გიორგი მამარდაშვილი, კეპა არისაბალაგა
Aa
Aa

ჩელსიმ კეპას შემცვლელები შეარჩია | მამარდაშვილი ლურჯების სიაშია

მიუნხენის „ბაიერნი“ ლონდონის „ჩელსის“ მეკარის, კეპა არისაბალაგას გადაბირებით სერიოზულადაა დაინტერესებული. ესპანელი გოლკიპერის შეძენა „რეკორდმაისტერის“ თავკაცს, ტომას ტუხელს სურს და ბრიტანული პრესის ცნობით, „არისტოკრატები“ მის გაშვებაზე თანახმა არიან.

Evening Standard-ის ინფორმაციით, „ლურჯებმა“ მის შემცვლელებზე დაიწყეს ფიქრი და მათ შორთლისტში ორი მოთამაშეა მოხვედრილი. ერთი „ვალენსიას“ ქართველი ფეხბურთელი, გიორგი მამარდაშვილი გახლავთ, მეორე კი - გრეგორ კობელი („დორტმუნდი“).

„არისტოკრატების“ მთავარ მწვრთნელს, მაურისიო პოჩეტინოს სურს, მეკარის პოზიციაზე მაღალი კონკურენცია იყოს. ლონდონელებმა ახლახან „ბრაიტონიდან“ რობერტ სანჩესი შეიძინეს და კეპას გაშვების შემთხვევაში, მისი კონკურენტის მოყვანა აქვთ გადაწყვეტილი.

შეგახსენებთ, რომ მამარდაშვილს მსურველები ლა ლიგიდანაც ჰყავს და მის გარშემო განვითარებულ მოვლენებს „ვილიარეალი“ და „სევილია“ აკვირდებიან. ისინი „ვალენსიას“ პასუხს ელოდებიან, რომელსაც სურს, „მამარდა“ პრემიერ ლიგაში ან ბუნდესლიგაში გაუშვას. „ღამურები“ მის სანაცვლოდ 25-30 მილიონ ევროს ითხოვენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
9 აგვისტოს სატრანსფერო ზონა
9 აგვისტოს სატრანსფერო ზონა