ულამაზესი მაისურები | ბორჯღალოსნების სათამაშო ფორმა მსოფლიო ჩემპიონატზე
Aa
Aa

ულამაზესი მაისურები | ბორჯღალოსნების სათამაშო ფორმა მსოფლიო ჩემპიონატზე

საქართველოს რაგბის კავშირმა მაისურები წარადგინა, რომლებითაც „ბორჯღალოსნები“ მოახლოებულ მსოფლიო ჩემპიონატზე იასპარეზებენ. ქართველი მორაგბეები წითელი და თეთრი მაისურებით ითამაშებენ, რომლებზეც ვაზის კონტურებით ბორჯღალია გამოსახული.

შეგახსენებთ, რომ მსოფლიო თასზე საქართველო გ ჯგუფში, ავსტრალიასთან, უელსთან, ფიჯისთან და პორტუგალიასთან ითამაშებს. „ბორჯღალოსნების“ თავკაცის, ლევან მაისაშვილის თქმით, პროგრამა მინიმუმი ორი თამაშის მოგებაა, თუმცა გუნდი ოთხივე მეტოქესთან გამარჯვებისთვის იბრძოლებს.

„ავსტრალიას და ფიჯის მსოფლიო თასამდე ტურნირების ელით და მათი თამაშის ხილვის შესაძლებლობა გვექნება. ედი ჯონსის ფილოსოფია ყველასათვის ცნობილია და სიახლე არ იქნება რასაც ყურადღებას მიაქცევს. ვიცით რა სტილის რაგბის თამაშობენ ფიჯი და უელსი, პორტუგალია კი ყველაზე კარგად ნაცნობი მეტოქეა. მათთვის ჩვენ ამ მსოფლიოზე ერთადერთი სამიზნე ვიქნებით და მარტივი თამაში არცერთი იქნება. პროგრამა მინიმუმი ორი შეხვედრის მოგებაა, თუმცა ოთხივე მეტოქესთან გამარჯვებისთვის ვიბრძოლებთ. ამბიციური გეგმა გვაქვს და გამორიცხული არაფერი იქნება“, - აღნიშნავს ლევან მაისაშვილი.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ITF: ბოლქვაძე ოპერაციის შემდეგ დაბრუნდა და მური დაამარცხა
ITF: ბოლქვაძე ოპერაციის შემდეგ დაბრუნდა და მური დაამარცხა