შეთანხმება შედგა - მაგუაიერი ვესტ ჰემში გადადის
„მანჩესტერ იუნაიტედის“ მცველი, ჰარი მაგუაიერი ახალი სეზონიდან კარიერას დიდი ალბათობით „ვესტ ჰემში“ გააგრძელებს. ამის შესახებ ინფორმაციას გავლენიანი გამოცემა, Sky Sports-ი ავრცელებს.
სააგენტოს მტკიცებით, კლუბებმა 30 წლის მცველის სატრანსფერო ფასზე შეთანხმებას მიაღწიეს და ლონდონელები „წითელ ეშმაკებს“ 35 მილიონ ევროს გადაუხდიან. ახლა კი კლუბის ხელმძღვანელები ფეხბურთელის გარემოცვასთან კონტრაქტის დეტალებს შეათანხმებენ.
შეგახსენებთ, რომ „მანჩესტერ იუნაიტედში“ ერიკ ტენ ჰაგის მოსვლის შემდეგ, ინგლისელ მცველს სათამაშო დრო იშვიათად ეძლევა. ამას ისიც დაემატა, რომ რამდენიმე კვირის წინ, ნიდერლანდელმა სპეციალისტმა მაგუაიერს კაპიტნის სამკლავურიც ჩამოართვა, რამაც ფეხბურთელის უკმაყოფილება გამოიწვია.
ჰარი მაგუაიერი „მანჩესტერ იუნაიტედში“ 2019 წლის ზაფხულში, „ლესტერიდან“ 87 მილიონ ევროდ შეიძინა.