გიორგი მამარდაშვილი
Aa
Aa

ვალენსიას ორი კლუბი ელოდება | მამარდაშვილის ესპანური ვარიანტები

„ვალენსიას“ ქართველი მეკარის, გიორგი მამარდაშვილის მომავალი ესპანურ პრესაში ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური თემაა. Todofichajes-მა „მამარდას“ თაობაზე უახლესი ცნობები მოგვაწოდა და გვაუწყა, რომ „ვილიარეალი“ და „სევილია“, რომელთა შესახებ აქამდეც იწერებოდა, მის გარშემო განვითარებულ მოვლენებს თვალს დიდი ყურადღებით ადევნებენ.

„ვალენსიას“ სურს, მამარდაშვილი პრემიერ ლიგის ან ბუნდესლიგის წარმომადგენელს მიყიდოს და ესპანური კლუბები მოლოდინის რეჟიმში არიან. თუ „ღამურებმა“ ზემოთ ხსენებული ჩემპიონატებიდან წინადადება ვერ მიიღეს, „ვილიარეალს“ და „სევილიას“ მოუსმენენ.

ანდალუსიური კლუბი ქართველი მეკარის გადაბირებას მხოლოდ იმ შემთხვევაში შეეცდება თუ იასინ ბონოს გაუშვებს, რომლის საკუთარ რიგებში ხილვაც „ბაიერნს“ სურს. „ყვითელ წყალქვეშა ნავს“ რაც შეეხება, მათ დომინიკ ლივაკოვიჩი ვერ გაიფორმეს და ალტერნატიულ ვარიანტებს განიხილავენ.

Todofichajes-ის ცნობით, თუ პრემიერ ლიგის ან ბუნდესლიგის კლუბებისგან შეთავაზება არ გამოჩნდება, „ვალენსია“ სატრანსფერო ფანჯრის ბოლოსკენ მამარდაშვილს რომელიმე ესპანურ კლუბში 15 მილიონ ევროდ გაუშვებს. არადა, ამ ეტაპზე, მის სანაცვლოდ 25-30 მილიონს ითხოვს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
გარისკვის საჭიროება არაა - უოტფორდის მწვრთნელი ჩაკვეტაძეზე
გარისკვის საჭიროება არაა - უოტფორდის მწვრთნელი ჩაკვეტაძეზე