გიორგი მამარდაშვილი, კეპა არისაბალაგა
Aa
Aa

მამარდაშვილი გამოირიცხა? | ტუხელს ჩელსის მეკარის დამატება უნდა

მიუნხენის „ბაიერნის“ სატრანსფერო გეგმები უცხოური პრესის მთავარი სასაუბრო თემაა. გერმანული გრანდი დიდი ხანია, იან ზომერის შემცვლელს ეძებს, რომელიც „ინტერში“ გადავიდა. „რეკორდმაისტერის“ კანდიდატთა შორის „ვალენსიას“ ქართველი მეკარე, გიორგი მამარდაშვილიც გახლდათ, მაგრამ მისი ტრანსფერი პრაქტიკულად გამორიცხულია.

ბრიტანული პრესის ინფორმაციით, „ბაიერნი“ რამდენიმე ვარიანტს განიხილავს. გუნდის თავკაცს, ტომას ტუხელს „ჩელსის“ გოლკიპერის, კეპა არისაბალაგას გადაბირება უნდა და ესპანელს რეკომენდაციაც გაუწია. კლუბებს შორის მოლაპარაკებების პირველი ეტაპი უკვე გაიმართა და კეპა „ალიანც არენაზე“ გადასვლას არ გამორიცხავს.

Sport 1-ის ჟურნალისტის, კერი ჰაუს ინფორმაციით, „ბაიერნის“ მომდევნო ნაბიჯები უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი. „რეკორდმაისტერი“ კეპას გარდა, კიდევ ორ მეკარეს აკვირდება და მათ რადარზე იასინ ბონო და ხერონიმო რული იმყოფებიან.

შეგახსენებთ, რომ მანუელ ნოიერის სარეაბილიტაციო პერიოდი სასურველი ტემპით არ მიმდინარეობს და „ბაიერნის“ ხელმძღვანელები შიშობენ, რომ არის შანსი, იგი 2024 წლამდე ვერ დაბრუნდეს. ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრისას, „რეკორდმაისტერის“ პრიორიტეტი ჰარი კეინის გაფორმებაა, რომლის სანაცვლოდაც დიდი თანხის გადახდა მოუწევთ და გამომდინარე აქედან, სურთ, მეკარე იაფად შეიძინონ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ტორპედომ თამაში შემოატრიალა - სტივ კინის გუნდის 3 ქულა საბურთალოსთან
ტორპედომ თამაში შემოატრიალა - სტივ კინის გუნდის 3 ქულა საბურთალოსთან