3-4 თვე შეიძლება გამოტოვოს - ნკუნკუმ ოპერაცია გაიკეთა
მაურისიო პოჩეტინო და მთლიანად „ჩელსი“ შეშფოთებულია. კრისტოფერ ნკუნკუმ მუხლზე ოპერაცია გაიკეთა და ამის გამო 3-4 თვეს გამოტოვებს. ამის შესახებ ინფორმაციას გავლენიანი სატრანსფერო ექსპერტი ფაბრიციო რომანო ავრცელებს.
აქედან გამომდინარე, ლონდონელებს სასწრაფოდ ესაჭიროებათ ახალი შემტევი ტიპის ფეხბურთელი.
შეგახსენებთ, რომ დიდი ხანია „არისტოკრატები“ დუსან ვლაჰოვიჩის შეძენას ცდილობენ და ამაში რომელუ ლუკაკუს იყენებენ, მაგრამ ტურინული კლუბი ჯერჯერობით მერყეობს და გადაწყვეტილების მიღებას არ ჩქარობს.
ასევე შეგახსენებთ, „ჩელსი“ კაი ჰავერცმა დატოვა და შესაძლოა მას ჰაკიმ ზიეჩი გაჰყვეს. აქედან გამომდინარე, „არისტოკრატების“ შეტევა მნიშვნელოვნად სუსტდება.
შეგახსენებთ, რომ კრისტოფერ ნკუნკუს სანაცვლოდ ლონდონურმა კლუბმა 80 მილიონი ევრო გადაიხადა და მაურისიო პოჩეტინოს ტაქტიკის ფუნდამენტური წევრი უნდა იყოს, თუმცა ჩატარებულმა ოპერაციამ ბევრი რამ შეცვალა.