გიორგი ჩაკვეტაძე, უოტფორდი
Aa
Aa

გარისკვის საჭიროება არაა - უოტფორდის მწვრთნელი ჩაკვეტაძეზე

ინგლისის EFL-ის თასის 1/64-ფინალში „სტივენიჯის“ მეტოქე „უოტფორდია“, რომლის შემადგენლობაში გიორგი ჩაკვეტაძე არ ითამაშებს. „უოტფორდის“ მთავარმა მწვრთნელმა ვალერიენ ისმაელმა ქართველზე ისაუბრა:

„გასული შეხვედრის შემდეგ ვარჯიშზე მცირე დარტყმა მიაყენეს. არაფერი სერიოზული, მაგრამ სეზონის სტარტზე გარისკვის საჭიროება არაა“.

„სტივენიჯი“ - „უოტფორდის“ შეხვედრა დღეს, 8 აგვისტოს გაიმართება, თბილისის დროით 22 საათსა და 45 წუთზე დაიწყება.

ჩაკვეტაძის დებიუტი ინგლისურ კლუბში ჩემპიონშიფის გასულ ტურში ქპრ-სთან შედგა, ეს შეხვედრა „უოტფორდმა“ 4:0 მოიგო. ქართველმა ნახევარმცველმა სადებიუტო შეხვედრაში კარგი შთაბეჭდილება დატოვა. ამ მატჩის შემდეგ ისმაელმა განაცხადა: „ჩაკვეტაძის მოედანზე შესვლის შემდეგ ყველა აღფრთოვანდა. გიორგის გადმოყვანით, ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ განსაკუთრებული ფეხბურთელი დავიმატეთ. მისი ყოფნა ტაქტიკურად ლავირების საშუალებას მაძლევს, რადგან ნახევარდაცვაში სხვადასხვა პოზიციებზე შეუძლია თამაში. ველით რომ ის ბევრად მოუმატებს.“

შეგახსენებთ, გიორგი ჩაკვეტაძე „გენტის“ საკუთრებაა და მიმდინარე ზაფხულში ერთწლიანი იჯარით „უოტფორდში“ გადავიდა. საიჯარო ხელშეკრულების დასრულების შემდეგ ინგლისურ კლუბს ფეხბურთელის გამოსყიდვის უფლება აქვს. გამოსასყიდი თანხა 2 მილიონ ევროს ოდნავ აღემატება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები