ტოტენჰემი, ბაიერნი, ჰარი კეინი
Aa
Aa

ბოლო შეთავაზება ტოტენჰემს კეინისთვის? - ბაიერნი 110 მილიონს იხდის

ჰარი კეინის და მიუნხენის „ბაიერნის“ საგა გრძელდება, თუმცა მხარეებს შორის შეთანხმება ჯერჯერობით კვლავ არ ხერხდება.

ამ საკითხთან დაკავშირებით, გერმანელი სპორტული ჟურნალისტი ფლორიან პლატენბერგი „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე ახალ ინფორმაციას ავრცელებს.

პლატენბერგის თქმით, „ბაიერნმა“ კარგად იცის ის ფაქტი, რომ ჰარი კეინს გადაწყვეტილების მიღება ამ კვირაში სურს. „რეკორდმაისტერის“ უპირველესი გეგმა კი დღეს ან ხვალ ახალი გაუმჯობესებული შეთავაზების წარდგენაა. მიუნხენური გრანდი მზად არის „ტოტენჰემს“ 100 მილიონი ევრო პლუს ბონუსები შესთავაზოს.

შეგახსენებთ, რომ ტრანსფერის განხორციელების პრობლემა სწორედ სატრანსფერო ღირებულება იყო. გერმანული მხარე თავდაპირველად 70 მილიონ ევროს იხდიდა, რაზეც „დეზები“ კატეგორიულ უარზე იყვნენ.

დროთა განმავლობაში, „რეკორდმაისტერი“ თანხას ზრდიდა, მაგრამ ინგლისელებისთვის საკმარისი არცერთხელ არ იყო. ამ ინფორმაციას BILD-იც ადასტურებს და წერს, რომ შესაძლოა ეს „ბაიერნის“ ბოლო შეთავაზება იყოს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ნოსტალგია - ფეხბურთელი, რომელმაც ჯაბულანი მოათვინიერა
ნოსტალგია - ფეხბურთელი, რომელმაც ჯაბულანი მოათვინიერა