ნაპოლი, აურელიო დე ლაურენტისი, ვიქტორ ოსიმენი
Aa
Aa

გიჟური წინადადება - ალ ჰილალი ოსიმენში 200 მილიონს იხდის

CBS-ის ჟურნალისტის, მატეო ბონეტის ინფორმაციით, „ალ ჰილალმა“ ვიქტორ ოსიმენის სანაცვლოდ „ნაპოლის“ 200 მილიონი ევრო შესთავაზა. აღნიშნული თანხა ბონუსებსაც მოიცავს, თუმცა ნებისმიერ შემთხვევაში ფანტასტიკური წინადადებაა. მატეო ბონეტი „ალ ჰილალის“ შეთავაზებას სიგიჟეს უწოდებს და ასეთი სახის წინადადებაზე უარის თქმა რთულად წარმოუდგენია.

ოსიმენი წლიური ხელფასის სახით 40 მილიონ ევროს მიიღებს.

იტალიური გამოცემა Sport Mediaset-მა დაწერა, რომ „ნაპოლი“ ოსიმენის სანაცვლოდ 200 მილიონს ითხოვდა, „ალ ჰილალმა“ აღნიშნული მოთხოვნა დააკმაყოფილა.

Sport Mediaset: „ნაპოლისთვის დიდი პრობლემა ისაა, რომ არაბებისგან ყველაფერია მოსალოდნელი, მათ შორის 200 მილიონი ევროს ოდენობის წინადადება, რასაც პარტენოპეი ოსიმენის სანაცვლოდ ითხოვს. ეს თანხა კლუბის პრეზიდენტს, აურელიო დე ლაურენტისს ვიქტორის გაყიდვას გადააწყვეტინებს. მიღებული ფულით დე ლაურენტისს შესაძლებლობა ექნება, შესანიშნავი ცენტრფორვარდი იყიდოს და ნახევარი გუნდი ხელახლა ააშენოს“.

გასულ სეზონში „ნაპოლიმ“ სკუდეტო მოიგო, რაშიც დიდი წვლილი ვიქტორ ოსიმენმა და ხვიჩა კვარაცხელიამ შეიტანეს. ოსიმენმა სერია ა-ს 32 მატჩში 26 გოლი შეაგდო და 4 საგოლე პასი შეასრულა. 24 წლის ნიგერიელი თავდამსხმელი იტალიის ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი გახდა. რაც შეეხება ხვიჩა კვარაცხელიას, მის ანგარიშზე ყველაზე მეტი საგოლე პასი იყო - 10. ქართველმა გარემარბმა 34 მატჩში 12 გოლი შეაგდო და 10 საგოლე პასი შეასრულა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები