სანტიაგო კანისარესი, ფერნანდო მორიენტესი, ემანუელ ადებაიორი
Aa
Aa

ადებაიორი, მორიენტესი და სხვები | მოსკოვში ჩავლენ და ითამაშებენ

9 სექტემბერს, „სპარტაკის“ ლეგენდარული ფეხბურთელის, ილია ციმბალარის ხსოვნის პატივსაცემად ამხანაგური მატჩი გაიმართება. როგორც РБ Спорт იტყობინება, მასში „თეთრ-წითლების“ ვეტერანი ფეხბურთელები და საფეხბურთო სამყაროს ლეგენდები მიიღებენ მონაწილეობას.

რუსული პრესის ინფორმაციით, შეხვედრა მოსკოვში გაიმართება. რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ წარმოებული სამხედრო აგრესიის მიუხედავად, ადგილობრივი პუბლიკა მოედანზე ისეთ ცნობილ ფეხბურთელებს იხილავს, როგორებიც ემანუელ ადებაიორი, ფერნანდო მორიენტესი, სანტიაგო კანისარესი, ფლორან მალუდა და სხვები არიან.

РБ Спорт-ის ცნობით, „სპარტაკის“ მაისურით ის ფეხბურთელები ითამაშებენ, რომლებიც „თეთრ-წითლების“ რიგებში 1990-დან 2000 წლამდე ასპარეზობდნენ. მათ შორის იქნებიან, როგორც რუსი ფეხბურთელები, ისე სხვა ქვეყნების წარმომადგენელი ლეგიონერები.

ცნობისთვის, ციმბალარი „სპარტაკის“ ღირსებას 1993-დან 1999 წლამდე იავდა. 1999 წელს, მას მსოფლიო ნაკრებში აქვს ნათამაშები და 2013 წელს, გულის დაავადების გამო გარდაიცვალა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ნადირობა ქართველ ტალანტებზე - მექვაბიშვილი იტალიური კლუბის რადარზე
ნადირობა ქართველ ტალანტებზე - მექვაბიშვილი იტალიური კლუბის რადარზე