ბრენდონ ინგრემი, ენტონი ედვარდსი, ტაირიზ ჰალიბერტონი, ჯეილენ ბრანსონი
Aa
Aa

მონსტრმა მსოფლიოსთვის მზადება დაიწყო | ამერიკამ პუერტო რიკო გაანადგურა

ამერიკის შეერთებული შტატების საკალათბურთო ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატისთვის მზადება დაიწყო. სტივ კერის ბიჭებმა ამხანაგური შეხვედრა გამართეს და პუერტო რიკოს დაუპირისპირდნენ, რომელსაც შანსი არ დაუტოვეს და 117:74 იმარჯვეს.

კერმა სათამაშო დრო თანაბრად გადაანაწილა და აშშ-ს რიგებში, 10-ქულიანი ნიშნული შვიდმა კალათბურთელმა გადალახა. ყველაზე მეტი, 15-15 ქულა ენტონი ედვარდსმა და კემ ჯონსონმა ჩააგდეს. ჯეილენ ბრანსონმა ორმაგი დუბლი გაიფორმა - 11 ქულა, 12 მოხსნა, 3 შედეგიანი გადაცემა. მიკალ ბრიჯისს 14 ქულა ჰქონდა, ხოლო ტაირიზ ჰალიბერტონმა 7 ქულა და 12 შედეგიანი გადაცემა მიითვალა.

მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებამდე, აშშ კიდევ 4 ამხანაგურ შეხვედრას გამართავს. 12 აგვისტოს სტივ კერის ბიჭები სლოვენიას დაუპირისპირდებიან, 13-ში ესპანეთს გაეჯიბრებიან, 18-ში საბერძნეთს შეხვდებიან, ხოლო 20-ში მათი მეტოქე გერმანია იქნება.

ცნობისთვის, აშშ-ს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატზე C ჯგუფში იმყოფება. მისი მოწინააღმდეგეები საბერძნეთი, იორდანია და ახალი ზელანდია არიან. ამერიკა პირველ შეხვედრას 26 აგვისტოს, ახალი ზელანდიის წინააღმდეგ გამართავს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
იუვენტუსში არ გადავა - მორატა კონტრაქტს ახანგრძლივებს
იუვენტუსში არ გადავა - მორატა კონტრაქტს ახანგრძლივებს