გურამ გიორბელიძე, ვიოვოდინა
Aa
Aa

„აქ ყოფნით ბედნიერი ვარ“ - გიორბელიძე სერბეთის ჩემპიონატში ითამაშებს

საქართველოს ნაკრების მარცხენა მცველი, გურამ გიორბელიძე კარიერას სერბეთის ჩემპიონატში გააგრძელებს. 27 წლის მცველი ერთ-ერთი უძველესი სერბული კლუბის, „ვიოვოდინას“ ღირსებას დაიცავს. ინფორმაცია ოფიციალურად დადასტურდა. ქართველი მცველი ახალი კლუბის ღირსებას 2025 წლამდე დაიცავს.

სერბული კლუბის ვებ-გვერდზე ქართველი ფეხბურთელის კომენტარიც ვრცელდება, სადაც ის „ვიოვოდინაში“ გადასვლის მიზეზებზე საუბრობს.

რას ამბობს გიორბელიძე:

როდესაც „ვიოვოდინამ“ სათამაშოდ მომიწვია, ძალიან გამიხარდა. ვიცი, რომ ეს კლუბი სერბეთში ერთ-ერთი უძლიერესია. როდესაც შემოთავაზება მივიღე, ბევრი აღარ მიფიქრია. ახლა ახალი გამოწვევებისა და გამოცდილების მიღება მსურს. ჩემი ახალი კლუბისა და მისი გულშემატკივრების გასახარებლად ყველაფერს გავაკეთებ. ერთი სული მაქვს როდის დაიწყება ჩემი სერბული კარიერა.

შეგახსენებთ, რომ გურამ გიორბელიძე ბოლოს ბათუმის „დინამოში“ იანვრიდან იჯარის წესით თამაშობდა, მანამდე კი პოლონური „ზაგლებიეს“ ღირსებას იცავდა. ცნობილია, რომ ქართველი ფეხბურთელი ახალ კლუბს თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
7 აგვისტოს სატრანსფერო ზონა
7 აგვისტოს სატრანსფერო ზონა