პრაღის ღია პირველობა მოიგო - კალაშნიკოვას მე-6 WTA ტიტული
Livesport Prague Open-ზე ოქსანა კალაშნიკოვამ, წყვილთა თანრიგში წარმატებას მიაღწია. ქართველი ჩოგბურთელი იაპონელ ნაო ჰიბინოსთან ერთად ჩემპიონი გახდა. ფინალში მათი მეტოქე ფრანგულ/ამერიკული დუეტი(ქუინ გლისონი&ელიქსენ ლეშემია) იყო.
მატჩი საკმაოდ დაძაბულად წარიმართა. პირველი სეტი გლისონს და ლეშემიას დარჩათ. ქართულ/იაპონურმა წყვილმა პირველივე გეიმი დათმო და წონასწორობა მეექვსე გეიმში აღადგინა. პირველი სეტის გამარჯვებული ტაი-ბრეიკმა გამოავლინა - 9:7.
მეორე სეტში წყვილები საკუთარ ჩაწოდებაზე არადამაჯერებლად გამოიყურებოდნენ. გლისონმა და ლეშემიამ ბრეიკი 2-ჯერ შეასრულეს, მაგრამ ეს საკმარისი არ აღმოჩნდა. კალაშნიკოვამ და ჰიბინომ მეტოქის ჩაწოდება 3-ჯერ აიღეს და სეტი მათთვის ლოგიკურ დასასრულამდე მიიყვანეს.
გამარჯვებულის ვინაობა სუპერ ტაი-ბრეიკმა გამოავლინა, სადაც ოქსანამ და ნაომ დამაჯერებლად 10:3 მოიგეს. ცნობისთვის, კალაშნიკოვასთვის ეს კარიერაში მე-6 WTA ტიტულია. ასევე გეტყვით, ტურნირის საპრიზო ფონდი 259 303 დოლარს შეადგენდა.
View this post on Instagram