ნაპოლი, სელტა, გაბრი ვეიგა
Aa
Aa

ოფიციალური შეთავაზება - ნაპოლი ვეიგასთვის იბრძვის

სერია ა-ს მოქმედი ჩემპიონი გუნდის გაძლიერებას ცდილობს. სულ მალე იტალიის ჩემპიონატი დაიწყება და „ნაპოლიმ“ ახალი ფეხბურთელის დამატება გადაწყვიტა.

გავლენიანი სატრანსფერო ექსპერტის, ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, „პარტენოპეიმ“ „სელტას“ გაბრიელ გაბრი ვეიგასთან დაკავშირებით ოფიციალური შეთავაზება გაუკეთა.

აურელიო დე ლაურენტისმა, ვიგოელებს ესპანელის სანაცვლოდ 30 მილიონი ევრო შესთავაზა, თუმცა წინადადება დაიბლოკა. 21 წლის ფეხბურთელის გამოსასყიდი თანხა 40 მილიონი ევრო გახლავთ.

უარის მიუხედავად, „ნაპოლი“ ვეიგასთვის ბრძოლას აგრძელებს და დიდი ალბათობით დე ლაურენტისი თანხას გაზრდის.

ცნობისთვის, გაბრი ვიგოური კლუბს პირველ გუნდს, გასული წლის ზაფხულში შეუერთდა. დღემდე, ვეიგამ „სელტას“ მაისური ყველა ტურნირზე ერთად 55-ჯერ მოირგო, 11 გოლი გაიტანა და 4 საგოლე გადაცემა შეასრულა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მესამე წინადადებაც უარყოფილია | ტოტენჰემმა ბაიერნი უარით გაისტუმრა
მესამე წინადადებაც უარყოფილია | ტოტენჰემმა ბაიერნი უარით გაისტუმრა